„რა ყოფილა გურია“ – ოზურგეთში გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ გამარჯვებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაა და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს.15232113_10154198338644779_4152814646746228395_n
პროექტის ფარგლებში დღეს ოზურგეთში სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას გურის მხარისა და ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, პროექტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.
„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიმართულია გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე. შეიქმნა პროექტის ლოგო „რა ყოფილა გურია“, დაიგეგმა ტრენინგები და უახლოეს პერიოდში დამზადდება სიმბოლური სუვენირები. 15319074_10154198338634779_8717029139591076565_nშეიქმნა PR პროდუქტები, შემუშავდა რუკა. რუკაზე დატანილია ყველა ის ადგილი, რომლებიც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს მიმზიდველი. ეს იყო პირველი ეტაპი, იმ დიდი სამუშაოსი, რაც უკვე დაწყებულია გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს გურიაში ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ შესრულებული სამუშაოების და საჭიროებების შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც პროექტში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები