საბურთალოზე ფეხით მოსიარულე მოზარდს მანქანა დაეჯახა

თბილისში, საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე მოზარდს მანქანა დაეჯახა. “კვირას” ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა, დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები