ვინ არის თურქი პოეტი, რომელიც სტამბოლში ქართულ “დედა ენას” ასწავლის

თურქ პოეტ ეშრეფ ილმაზს თურქეთში მცხოვრები ყველა ქართველი იცნობს. საქართ15280956_1080753495377258_748810559_nველოზე უზომოდ შეყვარებულ ილმაზს ქართველი მეუღლე ჰყავდა, რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ნინა ირემაძეს სტამბოლში ქართველების დიასახლისს ეძახდნენ.
“გვიან გიპოვე და ადრე დაგკარგე,ჩემო კავკასიელო ჯეირანო. ნათელში იყავი”, – ასე დაემშვიდობა თურქი პოეტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავის მეუღლეს.
ეშრეფ ილმაზმა მეუღლესთან ერთად სტამბოლში ქართველების ცენტრი ჩამოაყალიბა, მისი ქართველი მეგობრები „კვირასთან“ ჰყვებიან, თუ როგორ ასწავლის იაკობის “დედაენას” თურქი პოეტი სტამბოლელებს.
„არ ვიცი, ამ ა15300620_1080753405377267_1726881689_nდამიანზე რა ვთქვა, ის ყველა ჩვენგანის, ყველა აქ მყოფი ქართველის მეგობარია.
ძვირფასი ადამიანი, ყველა ქართველის გულიანი მასპინძელი. საქართველო და ქართველები უყვარს. აქაურ რაიონებში გადის და რამდენადაც შეუძლია, ბოლომდე იხარჯება ქართული ენა შეაყვაროს, ასწავლოს პატარას თუ დიდს, საკუთარი ხარჯით ყიდულობს წიგნებს, კალამს თუ რვეულებს. ვინც ცენტრში მისვლას ვერ ახერხებს, თავად დადის პერიფერიებში და აცნობს ქართულ კულტურას“, – ჰყვება „კვირასთან“ სტამბოლში მცხოვრები ქართველი პოეტი ქეთი ატენელი.

ქეთი ატენელი, რომელიც თურქი პოეტის მეგობარია, მის ემოციებს გადმოსცემს. ქეთი ატენელი ერთ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც ეშრეფ ილმაზი ბურსაში ხალხთან ქართული ენის შესასწავლად მიდიოდა:15280966_1080753375377270_268014954_n
„მე შესწრებული ვარ ამ სამზადისს, როდესაც ბურსაში მიდიოდა. ახლა გესაუბრებით და მაშინდელმა ემოციამ გაიღვიძა ჩემში. ცრემლი მომერია, როგორ ამზადებდა წასაღებ ნივთებს, ნერვიულობდნენ თვითონ თუ მისი მეუღლე ნინა ირემაძე-ილმაზი, არაფერი გამორჩენოდათ. დედა რომ შვილს სოფლის ნობათს ულაგებს ჩანთაში და ვერაა კმაყოფილი… თითქოს – აი, ესეც წაიღე შვილო,აი ესეც… ეს სურათი მედგა თვალწინ. მოკლედ, ამატირეთ“, – გვიყვება ქეთი ატენელი.
საქართველოს ისტორია, ქართველი ხალხის კულტურა, „აი-ია „ სტამბოლის ცენტრში და “დედაენის” გაკვეთილები.
თურქი პოეტი ბევრ ქართველს და არაქართველს აზიარებს ქართული ენის სიყვარულს. როგორც მისი მეგობრები ყვებიან, ეშრეფ ილმაზმა ბევრ ქართველს სტამბოლში პატარა საქართველო აპოვნინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები