2016 წელს შიდსის ვირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. საქართველოში, 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ ინფექციით ინფიცირების 6065 შემთხვევა, მათ შორის 4508 – მამაკაცია და 1557 კი ქალი.
შიდსის ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა. 2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 3550 (მათ შორის აფხაზეთში – 401) პაციენტი.

02                                                          01

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები