ზამთარში, ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის შესაბამისი ობიექტები მზად არიან

“ზამთარში, ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის შესაბამისი ობიექტები მზად არიან”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიებს აქვთ მობილიზებული საჭირო ტექნიკა, სათადარიგო მარაგ-ნაწილები და ადამიანური რესურსები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის შესაძლო გართულება, რაც ზამთრის პერიოდს ახლავს თან.
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, 2014 წლიდან, ყოველწლიურად მზადდება საქართველოს ენერგომომარაგების ობიექტების ზამთრის პერიოდისათვის მზაობის ანგარიში. ენერგოობიექტების 2016-2017 წლების ზამთრის პერიოდისთვის მზაობის ანგარიშის შემუშავებისთვის, საბჭოს აპარატში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორების სტრუქტურული ერთეულებისა და მსხვილი ენერგოოპერატორების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყნის მასშტაბით ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები, განვლილი წლის განმავლობაში მომხდარი ავარიების ლიკვიდაციისა და გამოვლენილ მოწყვლად უბნებზე მოსალოდნელი შემთხვევების პრევენციის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვით და ენერგო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით დადგინდა, რომ საქართველოს ელექტრო ენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, მომზადებულია ზამთრის პერიოდში მომხმარებლების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის. ამასთანვე, კომპანიებს აქვთ მობილიზებული საჭირო ტექნიკა, სათადარიგო მარაგ-ნაწილები და ადამიანური რესურსები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის შესაძლო გართულება, რაც ზამთრის პერიოდს ახლავს თან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები