თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, III და IV მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შუალედში, 1-საათიანი შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები