საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ბარში მოსალოდნელია წვიმა. 2-3 დეკემბერს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოთოვს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
მისი თქმით, დაბლობსა და ბარში კვირის ბოლომდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი, ხოლო მთაში 0-2 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსს მიაღწევს და დროგამოშვებით იწვიმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები