ლამისყანაში ერისთავების საგვარეულო სასახლის მდგომარეობას სამოქმედო ჯგუფი შეისწავლის

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში მდებარე ერისთავების საგვარეულო სასახლე სავალალო მდგომარეობაშია.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ლომიტაშვილმა, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად გარაყანისძე-ერისთავების საგვარეულო სასახლე მოინახულეს.
სასახლე სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ვიზიტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდა. აღნიშნული შენობა კასპის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად სასახლის აღდგენასთან დაკავშირებით, ერთობლივი გეგმა შემუშავდება.
სასახლის მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის ინსპექტირების ჯგუფი და განიხილება სამოქმედო სამუშაოების, პროექტირების და განხორციელების საკითხები.
15282088_1079303142188960_1885762674_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები