დიმიტრი ქუმსიშვილი: ონლაინკაზინოები არის სოციალური პრობლემა

0

„ონლაინკაზინოებთან მიმართებით აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა დაცული იყოს როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის უფლებები“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. ქუმსიშვილის განმარტებით, მთავრობას საბოლოო მოდელის შემუშავებამდე 6-დან 8 თვემდე ვადა დასჭირდება.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ონლაინ კომპანია არ იხდის იმ გადასახადს, რაც უნდა გადაიხადოს.

„ჩვენ ალბათ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა შევარჩიოთ საუკეთესო მოდელი ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება. ონლაინ კაზინოები არის სოციალური პრობლემა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ადამიანების დაცვა. ძალიან ბევრი კონსულტაცია მქონდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან. ჩვენ ალბათ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა შევარჩიოთ საუკეთესო მოდელი ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება. ჩემთვის პირადად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი: პირველი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მეორე მიმართულება ისაა, რომ ძალიან ბევრი ონლაინ კომპანია არ იხდის იმ გადასახადს, რაც უნდა გადაიხადოს. ამ მიმართულებით ფისკალურიც და მორალური ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი თანხვედრის დროს ჩვენ მივალთ დადებით შედეგამდე, ალბათ ამისთვის 6-დან 8 თვემდე დაგვჭირდება, რათა საუკეთესო მოდელი შევთავაზოთ ბიზნესს, მაგრამ ამ მიმართულებით აუცილებლად წავალთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი