თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V და IIIა (ნაწილობრივ) მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონი – 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების I და IV კვარტლების, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, ფრანგულიანის, ტყემალაძის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცლის, აეროპორტის დასახლების,ზემო და ქვემო ალექსეევკის, იუმაშევის, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, ფიროსმანის, კაკაბაძის, ესენინის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფიფიას, ვორონინის და ცაბაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები