მარიამ ჯაში: მზად ვარ, უნივერსიტეტში მედიატორის როლი შევასრულო

5 დეკემბერს, ჩვენ გაფართოებულ ფორმატში კომიტეტის წევრებთან ერთად მოვუსმენთ „აუდიტორია 115“-ს და ასევე სხვა მხარის პოზიციასაც და დავიწყებთ საკონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „აუდიტორია 115-ის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯაში „აუდიტორია 115“-ს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა სტუდენტებს სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

„რეალისტური იქნება, თუ საგაზაფხულო სესიაზე გვექნება მზად ცვლილებები, ჩემი ეს პოზიცია არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად დაუჭერენ მხარს ჩემი კოლეგებიც, მე მქონდა ერთი თხოვნა, რომ ერთგვარი პაუზა აეღოთ და შეეწყვიტათ საპროტესტო აქციები, რომ მიეცეთ სტუდენტებს სწავლის საშუალება“,- აღნიშნა ჯაშმა.

როგორც მან განაცხადა, ის იზიარებს „აუდიტორია 115“-ის რამდენიმე პრინციპს.

„პირადად მე ვიზიარებ ორ ძირითად პრინციპს, ეს არის უფრო თანაბარი უფლება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასევე გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რომელიც სტუდენტებს უფრო თანაბარ შესაძლებლობას მისცემს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ შორის არჩევის წესს. თვითმმართველობის არჩევის წესსა და სხვა საკითხებზე გვჭირდება უფრო ფართო მასშტაბში მუშაობის დაწყება. აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხრის ჩართვას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები