კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ მოსახლეობის კრედიტების ლარში გადაყვანა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძის განცხადებით, დღეს მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა დოლარის გამყარებაა ლართან მიმართებაში. კალაძე მიიჩნევს, რომ უნდა მოხერხდეს დოლარში აღებული კრედიტების ლარში გადაყვანა.
„ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ იქნა განცხადება გაკეთებული. დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის ზუსტად დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება იმის, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დეტალებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები უახლოეს მომავალში წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები