მარიამ ჯაში „აუდიტორია 115“-ის წევრებს შეხვდება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „აუდიტორია 115“-ის წევრებს 17:00 საათზე შეხვდება.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრამდე, 16:00 საათზე ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება.
„აუდიტორია 115“-ის წევრები უკვე რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არიან შეჭრილი და პროტესტს გამოხატავენ. ისინი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებასა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები