ემზარ კვიციანი: მე ნდობის ჯგუფში ყოფნა მინდა იმის გამო, რომ კარგად გავერკვე საიდუმლო შესყიდვებში

კოდორის ხეობაში 2 წლის განმავლობაში მილიარდ ორასი მილიონი დოლარზე მეტი აქვთ „ნაციონალებს“ ჩამოწერილი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა განაცხადა.
კვიციანი ნდობის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში იმ მასალებზე გრიფის მოხსნას მოითხოვს, რომელიც მისივე განცხადებით, 2006-2008 წლებში კოდორის ხეობისთვის გადარიცხულ თანხებს უკავშირდება.
„მე მაინტერესებს, რა თანხები იყო კოდორის ხეობისთვის გათვლილი, როცა მე გუბერნატორი ვიყავი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ უამრავი ფული გაათეთრეს.
ნდობის ჯგუფში ჩემი ყოფნის შემთხვევაში, მე სრული უფლება მექნება მოვითხოვო გრიფის მოხსნა და გავიგო, თუ რა ფულს ათეთრებდნენ „ნაციონალები“. მე ვიცი, რომ მილიარდ ორასი მილიონი დოლარზე მეტი მათ მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გაათეთრეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები