ალექსანდრე ჯეჯელავა “აუდიტორია 115“ – ის წევრებს: ხელს ნუ შეუშლით ათასობით ახალგაზრდას განათლების მიღებაში

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა “აუდიტორია 115“ – ის წევრებს მიმართავს, ხელს ნუ შეუშლიან ათასობით ახალგაზრდას განათლების მიღებაში.
შესაბამისი განცხადება მინისტრმა „TV პირველის“ ეთერში გააკეთა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა ის მზად არის “აუდიტორია 115“ – ის წევრებს შეხვდეს.
„მე ვთხოვ მათ, რომ ხელს ნუ შეუშლიან, ათასობით ახალგაზრდას განათლების მიღებაში, იმიტომ რომ სწორედ ამას აკეთებენ ახლა ისინი. ამ ხალხმა ყოველთვის იცოდა, რომ ჩემი კარი ღია იყო მათთვის და ჩვენ ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს. მათ ისიც იცოდნენ, რომ რექტორის კარიც ღია იყო მათთვის და ყველა სხვა ინსტანციის.

მიუხედავად ამისა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს. ეს არის სტუდენტების მცირე ჯგუფი, რომელიც მოქმედების არასწორ მეთოდებს ირჩევს.

გუშინ გაკეთდა აპელირება, რომ ვითომ პრემიერმინისტრმა არ შეასრულა მოთხოვნები, ამ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი კი მოგვარების პროცესში“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები