“ტიფლის პალასში” “გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: – საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ – დოკუმენტის განახლების შესახებ იმსჯელეს

სასტუმრო „ტიფლის პალასში“, “გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: – საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ – დოკუმენტის განახლების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე გრიგალავამ და თეიმურაზ მურღულიამ მიმართეს.
სამუშაო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა. 2012 წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ მოამზადა , რომელიც საჯარო განხილვების, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან გამართული სპეციალური სამუშაო შეხვედრებისა და გარემოსდაცვითი განათლების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნული დოკუმენტის განახლებასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, თითოეული უწყების ჩართულობა განხორციელდა. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები