სამოქალაქო განათლების რიგით მესამე ოლიმპიადა დაიწყო

სამოქალაქო განათლების რიგით მესამე ოლიმპიადა დაიწყო. საქართველოს მასშტაბით სკოლებში პირველი ტური შედგა.
ორგანიზაცია “მოქალაქის” წარმომადგენლებთან ერთად, ტურის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გაეცნო.
როგორც ორგანიზაცია “მოქალაქეს” დირექტორი ნიკო ჩხეტიანი განმარტავს, ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
„ პირველ წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 22 000მდე მოსწავლე დარეგისტრირდა,მომდევნო წელს ამ რიცხვმა 26 000-ს გადააჭარბა”-განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.
ოლიმპიადა სამი ტურისგან შედგება.მომდევნო ეტაპზე გადასული ყველა მოსწავლე მიიღებს პრიზს ორგანიზაცია “მოქალაქისგან”, მესამე ტურის 20 გამარჯვებული კი გაემგზავრება ენის კურსებზე დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ოლიმპიადა ქართულ,რუსულ,სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობაა.
2016-2017 წლებში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში 28 000-მდე მოსწავლე ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები