რეგიონებში გენდერული კვირეული დაიწყო

,,თანასწორობა ოჯახიდან იწყება“ – ეს გზავნილებია საზოგადოებისათვის, რომელსაც სამცხე-ჯავახეთი15227910_1303105303045293_329816349_nს მედია ცენტრი (SJMC)გენდერულ კლუბებთან ერთად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელებს. აქციის ფარგლებში, „ნარიჯისფერი ხელით“ კიდევ რამდენიმე გზავნილი გაჟღერდა – ,, სახლი, სადაც ძალადობას განიცდი, სახლი არ არის“ და ,,ადრეული ქორწინება ტვირთია“;
არასამთავრობო ორგანიზაციამ-„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“, (SJMC) სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში საინფორმაციო კამპანიები დაიწყო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. ორგანიზაცია უერთდება მსოფლიოში გაეროს 16 დღიან კამპანიას, რომელიც 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. 15218175_1303104336378723_1113951473_n
კამპანიის ფარგლებში, ბორჯომში, რუსთაველის მოედანზე, ბორჯომის გენდერულმა კლუბმა აქცია გამართა და საკუთარი პოზიცია ოჯახში ძალადობის, ქალთა დისკრიმინაციისა და გენდერული უთანასწორობის შესახებ გამოხატა.
კამპანიის ფარგლებში ბორჯომის, მარნეულის, ახალციხისა და ნინოწმინდის გენდერული კლუბების წევრები ადგილობრივ თემებში გამართავენ შეხვედრებს, დისკუსიებს, საჯარო ფილმის ჩვენებებს, თეატრ-ფორუმებს. მოამზადებენ და სოციალურ ქსელში მათი საქმიანობისა და ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაციებს განათავსებენ. რეგიონული ტელეკომპანიების „ბორჯომის“, ახალციხის „მეცხრე არხის“, ნინოწმინდის „ფარვანა“-ს და „მარნეულის“ ეთერში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავა დოკუმენტური ფილმები რეგიონების წარმატებული ქალების ისტორიების შესახებ და თოქ-შოუები გენდერულ თემებზე. 15218762_1303104829712007_55017804_n
საინფორმაციო კამპანია პროექტის ფარგლებში – „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ ტარდება, რომელსაც ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ (SJMC) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები