გიორგი მღებრიშვილი: გეთანხმებით იმაში, რომ კანონმდებლობა დასახვეწია, კიბერდანაშაულის მიმართულებით

მე გეთანხმებით იმაში, რომ კანონმდებლობა დასახვეწია კიბერდანაშაულის მიმართულებით – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ირმა ინაშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მღებრიშვილი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
„კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მე გეთანხმებით იმაში, რომ კანონმდებლობა დასახვეწია, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თქვენთან. ჩვენ მომავალ წელს ვგეგმავთ ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებების შეძენას. გარდა ამისა, ჩვენ აშშ-სთან და ესტონეთთან ერთად ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებას. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ და კანონმდებლობაც დავხვეწოთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები