„მეტი ჟანგბადი ქალაქს“ – „E-Space“-ი და „m2 უძრავი ქონება“ ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნიან

25 ნოემბერი, 2016 წელი – კომპანიებმა „m2 უძრავი ქონება“ და „E-Space” სოციალური კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ გამოაცხადეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანია „E-Space“, მისი გენერალური პარტნიორის „m2 უძრავი ქონების“ მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტრო-დამტენი სადგურის დამონტაჟებას გულისხმობს. „m2 უძრავი ქონება“ თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყოველთვის ზრუნავდა გარემოზე ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობით. კომპანია უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უჭერს მხარს და ხდება „E-Space“-ის გენერალური პარტნიორი საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის შექმნის საკითხში. დამტენი სადგურების რაოდენობის ზრდა საქართველოში დაასტიმულირებს ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, რაც ეკოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებს. სოციალური კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ ფარგლებში m2 კომპანია „E-Space“-თან ერთად 2017 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას საქართველოში. „m2-ის მაღალი სოციალური პასუხიმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ გარემოს დაბინძურების პრობლემას და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობდით გვეზრუნა გარემოზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაშენებთ მხოლოდ ენერგოეფექტურ კომპლექსებს, რითაც ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს. ამჯერად, „m2 უძრავი ქონება“ უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზეც იწყებს ზრუნვას. ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის ფაქტი, რომ გავხდით კომპანია E-Space-ის გენერალური პარტნიორები ამ ძალიან კარგ საქმეში. მგონია, რომ კამპანიას „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ დიდი მომავალი აქვს“. – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ. „მოხარული ვარ, რომ “E-Space”-ის წამოწყებამ გამოიწვია კერძო სექტორის დიდი ინტერესი და პოზიტიური გამოხმაურება. „m2 უძრავი ქონება“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემოგვთავაზა ახალი კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს,“ რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ემსახურება არამარტო ჰაერის ხარიხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს შეუწყობს ელექტრომობილების, როგორც მომავლის ტექნოლოგიის, პოპულარიზაციას ქვეყანაში. დღეიდან „m2 უძრავი ქონება“ ჩვენი გენერალური პარტნიორი ხდება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.“ – აცხადებს „E-Space“-ის – აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები