აზიის განვითარების ბანკის მისია საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სისტემაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ADB-ის მისია გაეცნო წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ რეგიონებში ფინანსდება. საფინანსო ინსტიტუტის დელეგაციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ურეკში, ზუგდიდში, ანაკლიასა და ქუთაისში მშენებარე სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებიც მოისმინა.
ასევე, დელეგაციის წევრებმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და უცხოელი საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, დღემდე ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა, პრობლემური საკითხები და პროექტით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპებიც განიხილეს. საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა საერთო ჯამში 500 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები