ალექსანდრე ჯეჯელავა მზადაა „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლებს შეხვდეს

ეს არის ღია კარის მტვრევა, უმეტესობა იმ ხალხისა, ვინც იყო ჩართული ამ მოძრაობაში, აუდიტორია 115-ში კონსტრუქციულად თანამშრომლობს და ბევრ ფორმატში მუშაობს თსუ-ს ახალ მენეჯმენტთან. – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აუდიტორია 115-თან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარის დროს განაცხადა. ჯეჯელავა მზად არის აუდიტორია 115-დან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეხვდეს.
„ ჩვენთან ერთად, სხვადასხვა არასამთავრობოებთან და ა.შ. ნაწილს უნდა, როგორც ჩანს, ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავის თავი. მე მოვუწოდებ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ეს არაფერს არ მოიტანს. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად, მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში, ისიც იციან, რომ თვითონაც არიან ჩართული ამ პროცესში, ამიტომ ახლა სტუდენტებისთვის ხელის შეშლით და სასწავლო პროცესის და თვითმმართველობის ხელის შეშლით უკეთესობას ვერაფერს მიიღებენ. მხოლოდ ათასობით სტუდენტს შეუშლიან ხელს,“-განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები