შეეხება თუ არა ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს – ჯაბა სამუშიას განმარტება

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რომ თითქოს კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით ცვლილება იქნება.
აღნიშნულ ვაუჩერთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
ჯაბა სამუშია იმ დადგენილებაზე საუბრობს, რომელიც თბილისის მთავრობამ კომუნალური ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებით მიიღო.
„იმ დადგენილებაში წერია, რომ კომუნალურ ვაუჩერს გაორმაგებულს, ას ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომლებიც 70 000 ქულის ქვემოთ იმყოფებიან, ხოლო სარეიტინგო სიაში მყოფები 20 ლარიან ვაუჩერებს.
მთავარი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს, იგივე რედაქციით რჩება და ეს არის ტყუილი, რასაც ოპონენტები აცხადებენ,“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები