თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

დღეს, 11:00 საათიდან, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხებათ, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის, ბენდელიანის, ცისარტყელის, წიწამურის, ხვინგიას, ტრიკოტაჟის, ნათაძის, ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.
გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან, ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებლობას იხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები