თსუ-ს მეექვსე კორპუსში „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ. მათ ტერიტორია შიგნიდან აქვთ ბლოკირებული. „აუდიტორია 115-ის“ წევრები კორპუსის ორივე შესასვლელში დგანან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ხვალ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც 150 დელეგატი უნდა აირჩეს. „აუდიტორია 115“-ის წევრები თვითმმართველობის გაუქმებას და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების სწრაფად შეტანას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მარტის მოვლენების შემდეგ მათ მოთხოვნები არ შესრულებულა.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არსებობს არ უნდა არსებობს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის შემოთავაზება, რომ განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება უნდა გაიზარდოს ესეც უნდა შესრულდეს“, -აცხადებს „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები