“ნაციონალურმა მოძრაობამ“ სკოლებში ისეთი პოლიტიზირებული სისტემა შექმნა, რომლის სრული დეპოლიტიზირება ვერ მოხერხდა“

სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ სკოლებში ისეთი პოლიტიზირებული სისტემა შექმნა, რომ მისი სრული დეპოლიტიზირება, იმის მიუხედავად, რომ წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ვერ მოხერხდა”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პარლამენტში გამართული მოსმენისას, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, მინისტრი არსებული ხელისუფლების პირობებში, საპარლამენტო არჩევნებზე სკოლების რესურსცენტრებისა და ადმინისტრაციის მონაწილეობას გამორიცხავს.
“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სკოლების რესურსცენტრებისა და ადმინისტრაციის მონაწილეობა გამოვრიცხეთ. სადაც ცალკეულ შემთხვევაში, ფუნქციონერებმა ეს დაარღვიეს, ვაპირებთ, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე რეაგირება მოვახდინოთ. ხშირ შემთხვევაში, ეს ის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი და მოადგილეები არიან, რომლებსაც ვერ დაუჯერებიათ, რომ ჩვენი დავალებაა, არ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს გაგრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ 100%-იან დეპოლიტიზაციას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები