მიხეილ გიორგაძე: საყდრისის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, თავის დროზე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე

 

“საყდრისის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, თავის დროზე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე”, – ამის შესახებ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
გიორგაძეს უმცირესობის დეპუტატმა, სერგო რატიანმა საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, რაზეც გიორგაძემ განაცხადა, რომ იგი ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის, საპარლამენტო კომისიის შექმნა კი პარლამენტის პრეროგატივაა.
„საკითხის სამართლებრივი შეფასების პროცესი დაწყებულია. კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ოთხი სარჩელია შეტანილი. ამ ოთხი სარჩელიდან ერთის განხილვა დასრულდა და ის არ დაკმაყოფილდა. დარჩენილია სამი სარჩელი. მე ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, დასმულ კითხვებს პასუხი გავცე, რაც არაერთხელ გამიკეთებია. საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა პარლამენტის პრეროგატივაა“, – მიმართა კომიტეტის წევრებს მიხეილ გიორგაძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ ერთადერთი საყვედური, რომელსაც საყდრისის თემაზე იღებს, არის ის, რომ ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით, მეტი ძალისხმევა უნდა დახარჯულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები