გიორგი გახარია: ტურიზმის მიმართულებით უზარმაზარი პროექტები გვაქვს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
როგორც გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მათ შორის არის ის, რომ შეიქნას ტურიზმი, როგორც 4-სეზონიანი ბიზნესი.
„ტურიზმი იზრდება და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ამ დარგის ზრდას. ტურიზმი მნიშვნელოვნად ასაქმებს მოსახლეობას და გარდა იმისა, რომ ეს არის სერვისის ექსპორტი, პირდაპირი ზეგავლენა აქვს ეკონომიკაზე, ასევე დასაქმების ნაწილშიც ძალზე გვეხმარება. ამ მიმართულებით არის უზარმაზარი პროექტები, განსაკუთრებით სამთო სათხილამურო მიმართულებით,  იმ მიმართულებით, რომ შევქნათ ტურიზმი როგორც 4- სეზონიანი ბიზნესი საქართველოში. შევქნათ სპეციფიკური ტურიზმის ნიშნები, რომლებიც ხელს შეგვიწყობს, რომ სეზონურობის მომენტი გადავლახოთ“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები