კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ მგზავრობის საფასურის გადახედვას არ აპირებენ

გავრცელებულ ინფორმაციას, დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებასთან დაკავშირებით კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, მგზავრობის საფასურის გადახედვა არ იგეგმება და თუ 80-თეთრიანი ტარიფის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში დადგება, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები