პრეზიდენტმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა რიო 2016-ის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები თავისუფალი სტილის ჭიდაობაში და ძალოსნობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ჯილდოები სპორტსმენებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმ,ა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში, XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების საზეიმო გახსნაზე გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები