გიორგი მღებრიშვილი: წელს ყველა ზამთრის კურორტზე უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, წელს ყველა ზამთრის კურორტზე უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს.
როგორც მღებრიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უწყებამ ასევე დაიწყო ქვეითი პატრულის ინსტიტუტის განვითარება.
„გასულ წელს წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი საპილოტე პროექტი – მოთხილამურე პატრული. შედეგად, წელს უკვე საქართველოს ყველა სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრულები დაიცავენ.
ჩვენ, ასევე, დავიწყეთ ქვეითი პატრულის ინსტიტუტის განვითარება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები