თეა წულუკიანი: საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება

„საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის გაგრძელებას კვლავაც გეგმავს.
„სერვისების სოფლად გატანა გაგრძელდება, თუმცა, იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც პარლამენტში შემოვა, ალბათ, იუსტიციის სამინისტრო მასშტაბურ მშენებლობებს ვეღარ გააგრძელებს. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, სოფლებში მაინც გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რადგან სოფელს სჭირდება მიხედვა, რადგან მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს სახელმწიფო სერვისები. ერთს ვიტყვი მხოლოდ − ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ 30-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი სოფლებში ავაშენეთ და გავხსენით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები