ნონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატი იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში, 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მიმდინარეობდა.
ბოლო ტურში ნონა გაფრიდაშვილი ქართველ მოჭადრაკეს, თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.
ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნოემბერს დასრულდა. 65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხი – რუსეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან. ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962, 1965, 1969, 1972).
ნონა გაფრინდაშვილი ჩემპიონი მეხუთეჯერ 1975 წელს გახდა, როდესაც მან ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა (8,5:3,5). მან ტუტული დათმო ქართველ მოჭადრაკესთან, მაია ჩიბურდანიძესთან 1978 წელს (6,5:8,5).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები