სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებს შეხვდება

25 ნოემბერს, 11 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შეხვედრა გაიმართება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხება.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე გახსნის, 100-მდე ბიზნეს კომპანია დაესწრება.

ბიზნეს შეხვედრის დასასრულს მონაწილეები კითხვა-პასუხის რეჟიმში გააგრძელებენ დისკუსიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები