საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „გალერია თბილისი“ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016“ წარადგინა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და კომპანია „თბილისი პლაზას” ხელმძღვანელმა პირებმა „გალერია თბილისი“ კომერციული უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე – MAPIC 2016 – წარადგინეს.
გამოფენის ფარგლებში ფონდის და „თბილისი პლაზას” ხელმღვანელებმა შეხვედრები გამართეს „გალერია თბილისით” დაინტერესებულ რითეილერებთან, სავაჭრო ცენტრებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის (software) კომპანიებთან და ციფრული მარკეტინგის ექსპერტებთან. ასევე, დაესწრნენ კონფერენციებს, რომლებზეც წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოფენის მონაწილეებს რითეილ ინდუსტრიის უახლესი ტენდეციები გააცნეს და საუკეთესო გამოცდილებები გაუზიარეს. MAPIC 2016 „გალერია თბილისისთვის“ წარმატებული გამოდგა, რადგან პროექტით რამდენიმე ახალი ბრენდი დაინტერესდა.
პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც „გალერია თბილისის“ პროექტის გუნდმა საქართველოში შემოიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რითეილერი H&M-ია (Hennes & Mauritz). აღსანიშნავია, რომ H&M „გალერია თბილისის“ პროექტით სწორედ გამოფენა MAPIC-ზე დაინტერსდა გასულ წელს.
„გალერია თბილისის“ პროექტი წარმატებით ხორციელდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია სხვა მსხვილ საერთაშორისო რითეილერებთანაც, რომელთა შესახებ საზოგადოება მოლაპარაკებების დასრულებისთანავე შეიტყობს.
კომერციული უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა MAPIC (Le marché international professionnel de l’implantation commerciale et de la distribution) 1995 წელს დაარსდა და ქ. კანში, ყოველწლიურად, ერთ სივრცეში თავს უყრის 8,000-ზე მეტ მონაწილეს. მათ შორის, 2,000-ზე მეტ რითეილერს, 2,300-მდე დეველოპერულ კომპანიას და გამოფენაზე წარმოდგენილ 700-მდე კომპანიას 74 ქვეყნიდან. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „თბილისი პლაზა“ საერთაშორისო გამოფენაზე უკვე მეორე წელია მონაწილეობს.
გალერია თბილისის შესახებ:
„გალერია თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის ჯამური ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. „გალერია თბილისი“ ერთ დიდ სივრცეში გააერთიანებს საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართულს და საკვებ ზონას. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საინტერესო ნაზავი. საკვები ზონა მოეწყობა სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები და ვერანდა. შენობის სამხრეთ ნაწილში კი განთავსდება 300 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. „გალერია თბილისში“ ქართველ მომხმარებლებს შეეძლებათ გართობა, წარმატებული შოპინგი და დროის სასიამოვნოდ გატარება. სავაჭრო ცენტრი პირველ ვიზიტორებს 2017 წლის სექტემბერში უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები