საქართველოში, დღეს, 190 269 გიორგი ცხოვრობს

2016 წელს 1 867 ახალშობილს გიორგი დაარქვეს, ხოლო საქართველოში, დღეს, 190 269 გიორგი ცხოვრობს – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან არსებული საზოგადოებრივი ცენტრი აქვეყნებს.
ცნობისთვის, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ (6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს) ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას.
23 ნოემბერს გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმას უტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები