ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, კოოპერატივმა „ეკოჰერეთმა“ ახალი ხეხილის ბაღები გააშენა

კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის რაიონში კოოპერატივმა ეკოჰერეთმა აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ლაგოდეხის რაიონში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის  კოოპერატივი „ეკოჰერეთის“ ბაღი დაათვალიერეს.

კოოპერატივი „ეკოჰერეთი“ პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 6 ჰექტარზე ხურმის ხოლო 9.27 ჰექტარზე თხილის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 50,705 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 13,230 ლარი ნერგებზე, ხოლო 37,475 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 487 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 1,840,514 ლარი.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით, 2,044 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 9,767,644 მილიონ ლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.

მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები