“კინგსი” მორიგ ფართომასშტაბიან სოციალურ აქციას იწყებს

“საგანმანათლებლო ორგანიზაცია “კინგსი” მორიგ ფართომასშტაბიან სოციალურ აქციას იწყებს”, – ამის შესახებ სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა”  უცვლელად გთავაზობთ:
“კინგსის მორიგი ფართომასშტაბიანი სოციალური აქცია!
27 ნოემბერს საქართველოს 37 ქალაქში ათი ათასობით “კინგსელი” ქართული ენის საგანძურის სადარაჯოზე დადგება!
ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე, “კინგსელების” უშუალო თანამონაწილეობით, “კინგსი” იწყებს ახალ სოციალურ კამპანიას „განაგრძე ქართული ენის ისტორიული  ესტაფეტა“.

კამპანიის მიზანია ქართული ენის, როგორც უძველესი და უძვირფასესი საგანძურის წარმოჩენა და მისი დაფასება, ისტორიული ესტაფეტის გახსენება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მოღვაწეების გამონათქვამებითა და ამ ესტაფეტის გაგრძელება მომავალი თაობის, “კინგსის” თაობის თაოსნობით.

საუკუნეების მანძილზე, არაერთმა ქართველმა მამულიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის შენარჩუნების, გამდიდრებისა და ღირსეულად წარმოჩენის საქმეში. ქართველმა მოღვაწეებმა წინაპართა ცნობიერების კვალდაკვალ შემოინახეს, თანამედროვეობასთან ერთად განავითარეს და ახალ მწვერვალებზე აიყვანეს „ხმათა ხავერდების“ ენა.

 დღეს კი, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ ესტაფეტას გაგრძელება, ხოლო წინაპართა შემონახულ საგანძურს გაფრთხილება სჭირდება. ამ დიდი გამოწვევის წინაშე პირველად ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილე “კინგსელები” დადგებიან. კამპანიში ჩართვის და ამ დიდი საქმის თანამონაწილეობის ნიშნად, მათ 27 ნოემბერს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის შემონახული ფასდაუდებელი გამონათქვამები გადაეცემათ, რომლებიც ასეულობით წლების მანძილზე მრავალ საზოგადო მოღვაწეს  სამშობლისთვის სასარგებლო საქმის კეთებისკენ და მშობლიური ენის დაცვისკენ მოუწოდებდა! ჩვენ -“კინგსელები”, ვაცნობიერებთ, რომ სულხან-საბას, ვაჟას, ილიას, შოთას, ტიციანის, გალაკტიონის შთამომავლები ვართ და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ქართული ენის ისტორიული ესტაფეტა 27 ნოემბერს!” – ნათქვამია განცხადებაში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები