ქუთაისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა – ქარმა სკოლის შენობას სახურავი გადახადა

წუხელ ძლიერმა ქარმა ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის შენობის სახურავი დააზიანა. ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლის დირექციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე კორპუსი და ავტოფარეხიც დააზიანა, მოგლიჯა ხეებიც.
უამინდობის შედეგად, შეფერხებები იყო დავით აღამაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. გუშინ ქუთაისი – მენინგემის მიმართულებით რეისი გადაიდო, თუმცა დღეს აეროპორტში ფრენები ისევ განახლდა.
ქუთაისის ნაწილს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები