მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით წყლის კომპანიები აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ

მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ.
როგორც კომპანიიების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია, შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები.
ასევე, რეკომენდირებულია,  ონკანში მოშვებული წყლის მცირე ჭავლი დატოვონ.
ამავე განცხადების თანახმად, კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები