ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ.106-კმ.123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლი, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები