საზმაუს გენდირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის მოვალეობას მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი ბარათაშვილმა საბჭოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა.
შეგახსენებთ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება კანცელარიაში ბარათაშვილმა დღეს დილით შეიტანა. დღესვე ის თანამშრომლებსაც გამოემშვიდობა. ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა და მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა. პროცედურულად, მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენდირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. მსურველებს განცხადებისთვის 30 კალენდარული დღე აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგ საბჭომ 3 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს კანდიდატთა სია და ერთკვირიან ვადაში მაუწყებლის ახალი დირექტორი შეარჩიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები