გიორგი ბარათაშვილმა კანცელარიაში გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. გიორგი ბარათაშვილმა განცხადება მაუწყებლის კანცელარიაში დღეს შეიტანა.
“შევიტანე უკვე განცხადება და მივმართე ბორდს. დღეიდან ვითვლები გადამდგარად. მოგვიანებით დავასახელებ თუ სად გავაგრძელებ საქმიანობას. ვთვლი, რომ ჩემი გასაკეთებელი აქ გავაკეთე და საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება ახალი სისხლი. ჩემი გადადგომა ჩემს მომავალ გეგმებს უკავშირდება”, – განაცხადა ბარათაშვილმა.
ბარათაშვილმა „კვირას“ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ინფორმაცია არ გაუმხილა, თუმცა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე შემოთავაზება აქვს. მისივე თქმით, მომავალი სამსახურის შესახებ მედიისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები