ხაშურისა და სურამის მოსახლეობას უგზოობის პრობლემა აღარ შეაწუხებთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ შერგელაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული საგზაო პროექტები დაათვალიერა.
2013-2016 წლებში ხაშური მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 244 027 ლარის ღირებულების 11 საგზაო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ქალაქ ხაშურისა და დაბა სურამის შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსებას მოხმარდა,
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ქუჩებზე გამახვილდა, რომლებზეც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა, ან იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.
დღეისათვის, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ხაშურისა და დაბა სურამის 35 000-მდე მაცხოვრებელს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები