თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

უხვი ნალექის გამო, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც “კვირას” თბილისის მერიის შპს “თბილსერვის ჯგუფიდან“ აცნობეს, გაწმენდითი სამუშაოები წყნეთში, ბეთნიაში, კოჯორსა და კიკეთში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. ადგილზე რჩება ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 61 90 50″- აცხადებენ “თბილსერვის ჯგუფში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები