ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონს ზიანი მიაყენა

ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები ასევე დაზიანებულია ფოთში.

სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ქარის გამო ელექტროენერგიის შეზღუდვებია წალენჯიხის და მესტიის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში. უფრო მეტად პრობლემურია ზუგდიდის, ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტები, სადაც ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექროგადამცემი ხაზები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ყველა პრობლემურ კერაზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები