“ის გამოგონებები, რასაც ჩვენ ვაპატენტებთ, თანამონაწილეობის შემთხვევაში, მილიონობით ინვესტიციას მოუტანს საქართველოს”

გამომგონებელი თემურ მაისურაძე, რომლის პროექტებიც წლების მანძილზე დანერგილია და წარმატებით მუშაობს, ქვეყანას ახალ ნოვაციებში ჩართვას სთავაზობს.
თემურ მაისურაძე თვლის, რომ ენერგო პროექტები, რომელზეც ამ ეტაპზე მუშაობს, საქართველოს ჩართულობის შემთხვევაში ქვეყანას მილიონობით დოლარის ინვესტიციას მოუტანს.
თემურ მაისურაძე რამდენიმე პროექტზე ამახვილებს ყურადღებას.
„მართვადი გამჭვირვალობის მინა, რომელიც მხოლოდ 12 ვოლტზე მუშაობს და მზის ენერგიაზე, 250 დოლარის ფარგლებში რომ გავყიდოთ, პირველსავე სვლაზე 45 მსხვილი ინვესტორი დაინტერესდება, რადგან მთელი ამერიკა 20 მილიონ კვადრატულ მინას მოიხმარს და ეს ძალიან დიდი ინვესტიციაა.
ეს ახლა არის სერიოზულად ასამოქმედებელი. ისრული გადამყვანი კი ეს არის გრანდიოზული პროექტი.
ასევე მართვადი გამჭვირვალობის მინა და თბოსაიზოლაციო სალესი მასალა, რომელიც არის თერმული, ესააა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ოთხივე კომპონენტი, რაც ამ პროდუქტში გამოიყენება, საქართველოში მოიპოვება,“-განაცხადა თემურ მაისურაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, პროექტებით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ქვეყნები და თანამონაწილეობაში მათი წილი გაცილებით მასშტაბური იქნება, იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ დაინტერესდება პროექტებით, გამომგონებელი სხვა ქვეყნის სახელით იმუშავებს პროექტებზე, თუმცა, თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები