როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

21 – 27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +11, + 16° იქნება.
21 – 23 ნოემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
21 – 24 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +2, + 7° იქნება.
25 – 27 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +9, + 14° იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები