ძლიერი ქარის გამო მგზავრებმა ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენა ვერ შეძლეს

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისი ვერ შესრულდა. მგზავრები ბერლინის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან გაფრინდნენ.
ამის შესახებ „კვირას“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.
უამინდობის მიზეზით ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდიდან წამოსულმა თვითმფრინავმა. მოგვიანებით, თვითმფრინავი ასევე თბილისის აეროპორტში დაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები