საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ოთარ ჭილაძის ქუჩებზე.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები